კონკურსები
ყურადღება!
15/ 10/ 2026 – ცხადდება ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
ინოვაციური განვითარების ჯგუფი:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული;
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული;
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული;
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.
ბუნებრივი საფრთხეებისა და გარემოს დაცვის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული;
მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული.
ზღვებისა და წყალსატევების განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული;
მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.
ირიგაციის და დრენაჟის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული;
მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.
სამგორის საცდელ-ეკოლოგიური პუნქტი:
პუნქტის გამგე/მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული.
გორის საცდელ-ეკოლოგიური პუნქტი:
პუნქტის გამგე/უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული.
კოლხეთის შავი ზღვის კვლევის ეკოლოგიური პუნქტი:
პუნქტის გამგე/მეცნიერი თანამშრომელი – 1,0 საშტატო ერთეული.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 08 ოქტომბრიდან – 12 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსი, მეორე სართული, №206, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, საკონტაქტო პირი: მარინე მღებრიშვილი, ტელ: 579 08 95 79.
ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (პუნქტის გამგე) ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2026 წლის 15 ოქტომბერს. კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე 15 ოქტომბერს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე და გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: https://wmi.gtu.ge/ka/.
საკონკურსო კომისიის მიერ სამეცნიერო ვაკანტურ თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი) კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 15 ოქტომბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 14 ოქტომბერს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: https://wmi.gtu.ge/ka/.
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში/საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსანტის-განცხადება.doc >>
საკონკურსო პირობები და კონკურსის ჩატარების წესი >>