ევროკავშირის პროექტის (AlgaeRevive BSB00091) ფარგლებში ქ. ფოთის შავი ზღვის საზღვაო პორტის აკვატორიაში საკვლევი ქერქეჭელას (ბუიოკი) განთავსება

Home / ევროკავშირის პროექტის (AlgaeRevive BSB00091) ფარგლებში ქ. ფოთის შავი ზღვის საზღვაო პორტის აკვატორიაში საკვლევი ქერქეჭელას (ბუიოკი) განთავსება

ქ. ფოთი, საქართველო ( 11-14 დეკემბერი, 2025 წელი) 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა ევროკავშირის პროექტის AlgaeRevive „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და “ლურჯი სტრატეგიის“ განვითარებისთვის” (BSB00091) დაფინანსებით შეიძინა და ქ. ფოთის შავი ზღვის საზღვაო პორტის აკვატორიაში განათავსა ამერიკული წარმოების საკვლევი ქერქეჭელა (ბუიოკი), რომელზეც დამონტაჟებულია მზის პანელი, შუქურა და 6 საკვლევი ავტომატიზებული ელექტრონული სენსორი.  

მეცნიერული კვლევის მიზანს წარმოადგენს შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში წყალმცენარეების ზრდა-განვითარებისათვის შავი ზღვის წყლის ეკოლოგიური ისეთი პარამეტრების კვლევა, როგორიც არის, მჟავიანობა, მარილიანობა, ნავთობითა და მძიმე მეტალებით დაბინძურება, წყალში გახსნილი ჟანგბადის პროცენტული მაჩვენებლები და სხვა. 

Start date: 02/09/2024

End date: 01/03/2027