მემორანდუმები

გაფორმებული საერთაშორისო მემორანდუმები

2006 წელი

  • 2006 წლის ივნისში პროფ. გ. გავარდაშვილი 2 თვით მიწვეულ იქნა გერმანიის ჰესენის უნივერსიტეტში ლექციების ჩასატარებლად, იქვე გაფორმდა პირველი საერთაშორისო კონტრაქტი ჰესენის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის საერთაშორისო ცენტრსა და ინსტიტუტს შორის. ორი თვის შემდეგ საპასუხო ვიზიტით გერმანიიდან ინსტიტუტს ეწვივნენ ამ ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლორენც კინგი, დოქტორი ელისო ნარიმანიძე, ლორენც კინგისა და გივი გავარდაშვილის საერთო ხელმძღვანელობით მომუშავე მაგისტრანტი მიხაელ შეფერი. ამ ხელშეკრულების თანახმად დამუშავდა საგრანტო პროექტი ~ღვარცოფებისგან მლეთის წმინდა გიორგის ეკლესიის დასაცავად~, რომელიც წარდგენილია გერმანიაში დაფინანსების მოსაპოვებლად (იხ. ფოტო 1, 2, 3).

ფოტო 1. (მარცხნიდან მარჯვნივ) ლორენც კინგი (გერმანია) და გივი გავარდაშვილი (საქართველო)

ფოტო 2. დურუჯის კალაპოტში საველე კვლევებისას.

(მარცხნიდან მარჯვნივ) მიხაელ შეფერი (გერმანია),

გივი გავარდაშვილი (საქართველო) და ლორენც კინგი (გერმანია)

ფოტო 3. (მარცხნიდან მარჯვნივ) მიხაელ შეფერი (გერმანია), ლორენც კინგი (გერმანია), გივი გავარდაშვილი და ცოტნე მირცხულავა (საქართველო)

2007 წელი

•    2002 წლის 2 ნოემბრიდან 2007 წლის 30 სექტემბრამდე აშშ ეროვნული აკადემიის ინიციატივით წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და ისრაელის აგროკულტურული კვლევის ორგანიზაციის ნიადაგის, წყლის და გარემოს დაცვის ვოლკანის ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (გრანტითA- TA-MOU-01-CA15-011), რომელიც ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, კვლევის პროგრამის თანახმად დამუშავდა ერთობლივი თემა `ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების კვლევა ვეტივერისა და სხვა ნიადაგდამჭერი ბალახოვანი ბარიერების სახით~. თემის მსვლელობის პერიოდში ინსტიტუტს ისრაელიდან ესტუმრნენ კოლეგები: ბედ-დაგანის ინსტიტუტისა და ისრაელის ცნობილი ნიადაგ¬მცოდნე, დოქტორი მენი ბენ-ჰური, ბიოლოგი და მცენარე ვეტივერის, როგორც ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიების, ერთ-ერთი მკვლევარი და პოპულიზატორი, დოქტორი ნატივ დუდაი და დადებითად შეაფასეს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ექსპერიმენტები (იხ. ფოტო 4).

ფოტო 4. (მარცხნიდან მარჯვნივ) ნატივ დუდაი (ისრაელი),

გივი გავარდაშვილი (საქართველო) და მენი ბენ ჰური (ისრაელი)

•   2007 წლის 4 აპრილიდან 23 აპრილამდე ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი გ. გავარდაშვილი მიწვეული იყო ჩინეთში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და ჩინეთის ცენტრალური ნორმალის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის და ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელთა და დოქტორანტების მომზადების მიზნით. ჩატარდა პრეზენტაციები ჩინეთის ნორმა¬ლის უნივერსიტეტში _ ურბანული და გარემოს დაცვის დეპარტამენტში და ჰუბეის პროვინციაში _ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოდეზიისა და გეოფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ხოლო 2007 წლის 17 აპრილს ქ. ვუჰანში ჩინეთის ცენტრალური ნორმალის უნივერსიტეტის ბუნებ¬რი¬ვი რესურსებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტში გაფორმდა საერთაშორისო ხელშეკრულება ჩინეთის ცენტრალური ნორმალის უნივერსიტეტსა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის მეცნიერული თანამშრომლობის, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების, გრანტების და ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებისა და დოქტორანტების ერთობლივი მომზადების შესახებ (იხ. ფოტო 13), ხოლო 2007 წლის 4 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით საპასუხო ვიზიტით თბილისში წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში სტუმრობდა ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, დოქტორი, პროფესორი უიჯინ ვუ (იხ. ფოტო 5).

ფოტო 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

ვიზიტის დროს

(მარცხნიდანმარჯვნივ) ალექსანდრე დიდებულიძე (საქართველო), იუჯინ ვუ (ჩინეთი) და გივი გავარდაშვილი (საქართველო)

  •  2007 წლის 30 აპრილს ინსტიტუტს ეწვია მოსკოვის ლომონოსოვის სახე¬ლო¬ბის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდინამიკის და მონიტორინ¬გის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი სერგეი ჩერნომორეცი, რითაც საფუძველი ჩაეყარა ინსტიტუტსა და მოსკოვის ლომონოსოვის სახე¬ლო¬ბის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-პედაგოგიური ურთი¬ერთ¬თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას (იხ. ფოტო 6).

ფოტო 6. (მარცხნიდან მარჯვნივ) ვახტანგ თევზაძე, გივი გავარდაშვილი, ცოტნე მირცხულავა (საქართველო) და სერგეი ჩერნომორეცი (რუსეთი)

2008 წელი

•   სსიპ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2008 წლის 30 მაისს გაფორმდა კონტრაქტი ინსტიტუტსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების და მეცნიერების კომისიას (UNESCO) შორის (#4500046308), რომელიც ითვალისწინებდა 2009 წლის 23-28 სექტემბერს ინსტიტუტში საერთაშორისო სიმპოზიუმის “წყალდიდობები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები” ჩატარებას;

•   27 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ინსტიტუტსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) შორის. გრანტ-პროექტის მიზანია ლენტეხის გამგეობის დახმარება ბუნებრივი კატასტროფების პრევენციულ ზონებში;

•   2008 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა ხელ¬¬შეკრულება ინსტიტუტსა და აზერბაიჯანის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის;

•   2008 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება ინსტიტუტსა და ყირგიზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წყლის პრობლემებისა და ჰიდროენერგეტიკის ინსტიტუტს შორის.

2009 წელი

•   2009 წლის 24 მარტს გაფორმდა ხელ¬შეკ¬რულება ინსტიტუტსა და ერევნის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის;

•   2009 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ინსტიტუტსა და უკრაინის ქ. ხარკოვის სამრეწველო ნარჩენების ცენტრთან.

2010 წელი

  • 2010 წლის 19-28 ივნისს ინსტიტუტის დირექტორი ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. გივი გავარდაშვილი იმყოფებოდა პოლონეთის ქ. ვროცლავში. ინსტიტუტის დირექტორმა ვროცლავის უნივერსიტეტში მოხესენება გააკეთა წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის 2010 წლის სამეცნიერო თემატიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ინსტიტუტის პერსპექტივებზე. ინსტიტუტის დირექტორსა და ქ. ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს პროფ. რომან კოლაჩს შორის მოლაპარაკების შემდეგ მომზადდა მემორანდუმის პროექტი.

ფოტო 7. პროფ. . გავარდაშვილი ვროცლავის უნივერსიტეტში მოხსენებისას

ფოტო 8. ვროცლავის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი მოხსენების მსვლელობისას

•   2010 წლის 5 ივლისს საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთის ქ. ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი, პროფესორი რომან კოლაჩი და ამავე უნივერისტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი, პროფესორი ერჟი სობოტა. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და ვროცლავის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა სამეცნიერო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო გრანტების მომზადებას და შემდგომში მათ ევრო-კავშირში წარდგენას;

ფოტო 9. მემორანდუმის ხელმოწერისას (მარჯვნიდან პროფ. . კოლაჩი და

პროფ. . გავარდაშვილი)

•   2010 წლის 1 ოქტომბერს დილით ქ. ჯერმუკში და სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტსა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად შედგა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან ტმდ პროფ. ოგანეს ტოკ¬მაჯიანსა და ინსტიტუტის დირექტორს ტმდ პროფ გივი გავარდაშვილს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორები, ტექნ. მეცნ. დოქტორი გელა ყიფიანი და რევაზ ცხვედაძე, ხოლო დღის მეორე ნახევარში მიღება გაიმართა სომხეთის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ტექნ. მეცნ. დოქტორ, პროფ. სამველ არუთინიანთან;

ფოტო 10. უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა¬ზე (ერევანი). მარჯვნიდანპროფესორები: . გავარდაშვილი, . ტოკმაჯიანი, . ყიფიანი და . ცხვედაძე

•   2010 წლის 9 დეკემბერს წყალთა მეურ¬ნეობის ინსტიტუტში ინსტიტუტის დირექტორმა ტექნ. მეცნ. დოქტ. პროფ. გივი გავარდაშვილმა და აზერბაიჯანის წყლის პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ელჩინ განბაროვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო-პრაქტიკული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ფოტო 11. სომხეთის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში.

მარჯვნიდან პროფესორები: . ტოკმაჯიანი, . ყიფიანი, . არუთინიანი,

. გავარდაშვილი და . ცხვედაძე

2011

•   2011 წლის 13 აპრილს მერილენდის უნივერსიტეტში I მსოფლიო კონფერენციის ჩატარების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი მერილენდის უნივერსიტეტის ტექნოლოგიისა და სისტემური მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო და გარემოს¬დამცავი ნაგებობების ცენტრსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერ-სპეციალისტების, მაგისტრებისა და დოქტორანტების გაცვლას, ასევე ერთობლივ მუშაობას საერთაშორისო გრანტების მომ-ზადებაში (იხ. ფოტო).

ფოტო 12. აშშ, მერილენდის უნივერსიტეტში მემორანდუმზე ხელმოწერისას

 მარცხნიდან პროფესორები: აიუბ ბილალი (აშშ) და გივი გავარდაშვილი (საქართველო)

2012 წელი

•   2012 წლის 1 ნოემბერს  ქ. რიაზანში (რუსეთი) გაფორმდა საერთაშორისო მემორანდუმები:

1. სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ა. კოსტიაკოვის სახელობის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეშჩარსკის ფილიალს (დირექტორი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფ. ს. პერეგუდოვი) შორის.

2. სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და რუსეთის შპს მეშჩარსკის სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს (გენერალური დირექტორი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოატორი, პროფ. ი. მაჟაისკი) შორის.

    ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები ითვალისწინებს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის დარგში სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების, ასევე ახალგაზრდა მეცნიერ-სპეციალისტების გაცვლას, ერთობლივი საგრანტო პროექტების მომზადებას.

    ერთობლივი შეთანხმების თანახმად იგეგმება მეცნიერ-თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მელიორაციის დარგში გამოცდილებისა და დანერგვების გაზიარება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, პუბლიკაციების ერთობლივი გამოქვეყნება, სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების მომზადება, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობა საერთო ინტერესების გათვალისწინებით და სხვ.

2013 წელი

•   2013 წლის 5 ნოემბერს სტუ-ს წყალ¬თა მეურნეობის ინსტიტუტსა და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემო-რანდუმს. ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. გივი გავარდაშვილსა და უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. სოლომონ პავლიაშვილს შორის შედგა შეთანხმება, თანამშრომლობის მიზანია უნივერსიტეტის ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების აღზრდაში ინსტიტუტის სამეცნიერო კადრების ჩართვა საგანმანათლებლო პროგრამების ოთხივე საფეხურზე, ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესში გამოიყენებენ ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიას აგროინჟინერიისა და გარემოს დაცვის განხრით.

•   2013 წლის 15-21 ნოემბერს ინსტიტუტში სტუმრად იმყოფებოდა რუსეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მელიორირებული მიწების ათვისების სრულიად რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აგრეთვე მეშჩერის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის გენერალური დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. იური მაჟაისკი. ინსტიტუტის დირექტორთან, პროფ. გივი გავარდაშვილთან საუბრისას მან მოკითხვა გადმოსცა ზემოაღნიშნული ინსტიტუტის დირექტორისგან, პროფ. ნიკოლაი კოვალიოვისგან, განიხილეს ინსტიტუტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი, რაც განხორციელდება 2013 წლის ბოლოს მემორანდუმის გაფორმებით.

        2013 წლის 17 ნოემბერს ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. გივი გავარდაშვილმა და პროფ. იური მაჟაისკიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ინსტიტუტსა და მეშჩერის სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, ერთობლივი საერთაშორისო გრანტების მომზადებასა და საპროექტო ღონისძიებების განხორციელებას (ფოტო 13).

ფოტო 13. ინსტიტუტსა და მეშჩერის სამეცნიეროტექნიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება

•   2013 წლის 30 დეკემბერს ინსტიტუტ¬ში სტუმრად იმყოფებოდა მოსკოვის ლომო¬ნოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერ¬სი¬ტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის პრო¬ფე¬სორი, ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის სწავლული მდივანი სერგეი ჩერნომორეცი. მასთან საუბრისას ინსტი¬ტუტის დირექტორი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფ. გივი გავარდაშვილი შემოვიდა წინადადებით მოსკოვის სახელ¬მწიფო უნივესიტეტთან გაფორმებული ურთი¬ერთთანამშრომლობის მემორანდუმის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რასაც ოფიციალურად მოეწერა ხელი (ფოტო 14).

ფოტო 14. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერისას.

მარჯვნივ პროფ. . ჩერნომორეცი

2014 წელი

  • 2014 წლის 22 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ინსტიტუტსა და „ახალგაზრდა ჰიდროტექნიკოს ინჟინერთა ასოციაციას“ შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ინსტიტუტის მიერ ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის სამეცნიერო-ტექნიკურ პროცესში ახალი ტექნოლოგიების შექმნა-ანალიზსა და სამეცნიერო საქმიანობაში ხელშეწყობას ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ლაბორატორიის გამოყენების გზით.
  • 2014 წლის 30 მაისს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, მდ. იანძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და მდ. იანძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის.
  • 2014 წლის 18 აგვისტოს ქ. მინსკში ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გ. გავარდაშვილი შეხვდა ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს ნიკოლოზ ვახონინს და ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
IMG_5450IMG_5444

მემორანდუმის გაფორმებისას (ქ. მინსკი, ბელარუსი)

  • 2014 წლის 20 აგვისტოს ქ. გორკში ბელარუსის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორს, ს/მ მეცნ. კანდიდატს, დოცენტ პაველ სასკევიჩსა და სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. გივი გავარდაშვილს შორის და ხელი მოეწერა ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმს.
IMG_6612IMG_6615

მემორანდუმის გაფორმებისას (ქ. გორკი, ბელარუსი)

2015 წელი

  • 2015 წლის 14-20 დეკემბერს ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. გ. გავარდაშვილი საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარების მიზნით მივლინებით იმყოფებოდა ბულგარეთში, ქ. სოფიაში. მივლინების მიზანი იყო წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბულგარეთის სახელმწიფო, სამეცნიერო და საპროექტო ფირმების ხელმძღვანელებთან შეხვედრა და შესაბამისი თანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადება.
  • 2015 წლის 14 დეკემბერს სამეცნიერო-საპროექტო ფირმა ,,PROTE-22”–ის ოფისში გაიმართა ოფიციალური შეხვედრა ფირმის ხელმძღვანელობასა და მის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ინსტიტუტსა და  ფირმა ,,PROTE-22”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების რეგულირების დარგში ერთობლივი მეცნიერული კვლევების განხორციელების, საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციისა და საერთაშორისო საგრანტო პროექტების მომზადებაში.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას

2016 წელი

  • 2016 წლის 1-10 მარტს ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა რიაზანის პ. კოსტიჩევის სახელობის სახელმწიფო აგროტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა. 2016 წლის 4 მარტს რიაზანის პ. კოსტიჩევას სახელობის სახელმწიფო აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორთან, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ნიკალაი ბიშოვთან შეხვედრისას ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და რიაზანის პ. კოსტიჩევის სახელობის სახელმწიფო აგროტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის.
  • 2016 წლის 5 მარტს ქ. მოსკოვში შედგა შეხვედრა რუსეთის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთან, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს, ბ-ონ ბორის კიზიაევთან. საუბარი შეეხო აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას მეცნიერულ მიღწევებს მელიორაციისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მიმართულებით და მისი კვლევების ერთობლივ გაგრძელებას. მიღებულ იქნა შეთანხმება თანამშრომლობის მემორანდუმის მომზადების შესახებ.
  • 2016 წლის 9-10 მარტს ქ. მოსკოვში გაიმართა შეხვედრები მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანთან, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ, პროფესორ სერგეი დობროლიუბოვთან, ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან, პროფესორ ანდრეი ბრედიხისთან და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. საუბარი შეეხო მომავალ თანამშრომლობას, რომელიც გაფორმდა ოფიციალური მემორანდუმით.
  • 2016 წლის 5-12 ივნისს ქ. კაუნასში ალექსანდრას სკულდინსკის სახელობის უნივერსიტეტის მიწვევით იმყოფებოდა სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი. 2016 წლის 8 ივნისს ქ. კაუნასში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ალექსანდრას სკულდინსკის სახელობის უნივერსიტეტის წყლის რესურსებისა და საინჟინრო ინსტიტუტსა და სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლასა და საერთაშორისო გრანტების ერთობლივ მომზადებას.
Givi Gavardashvili-(ი)ს ფოტო.Description: C:\Users\user\Desktop\qronika givis face\13336123_791380730963537_4319221003495960807_n.jpg

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას

  • 2016 წლის 16-22 აგვისტოს სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ბელარუსიაში. ვიზიტის დროს იგი შეხვდა ბელარუსიის მეცნიერებათა აკადემიის მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატ, დოცენტ ნიკოლოზ ვახონინს და ბელარუსიის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ ალექსანდრე სტანკევიჩს, რომლის დროსაც ხელი მოეწერა სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და ბელარუსიის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
Description: C:\Users\user\Desktop\qronika givis face\13925385_825929634175313_3985097245124355610_n.jpgDescription: C:\Users\user\Desktop\qronika givis face\13934988_825929674175309_1278426234311376505_n.jpg

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერისას

  • 2016 წლის 7-8 ნოემბერს სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს ეწვივნენ ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები: იუჯინ ვუ, ჯინგ ლუო და იონგ ცოუ. შეხვედრისას ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტს შორის.
Description: Givi Gavardashvili-(ი)ს ფოტო.Givi Gavardashvili-(ი)ს ფოტო.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას

  • 2016 წლის 12-20 ნოემბერს სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ბელარუსიაში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობების დამყარების მიზნით. შეხვედრისას საუბარი შეეხო ინსტიტუტების მომავალ თანამშრომლობას მეცნიერ-თანამშრომლებისა და დოქტორანტების გაცვლითი პროგრამების, აგრეთვე საერთაშორისო ერთობლივი გრანტების მომზადებაში. 16 ნოემბერს შედგა შეხვედრა ბრესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის I ვიცე-რექტორთან, პროფ. ვიაჩესლავ დრაგანთან. საუბარი შეეხო სასწავლო პროცესში თანამედროვე მეცნიერული მიღწევების დანერგვასა და მომავალ თანამშრომლობას. სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, მომზადდა და ხელი მოეწერა სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და ბრესტის სახელ-მწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
IMG_20161114_103421IMG_20161114_103521_BURST008

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერისას

2017 წელი

  • 2017 წლის 14-19 მარტს ბაქოს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის ,,წყალსადენის” ოფიციალური მიწვევით სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა აზერბაიჯანში სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაზე, რომე-ლიც მიეძღვნა ბაქოს I საერთაშო-რისო წყლის კვირეულს – ,,შილ-ლარ-ბაქოს” ჰიდროტექნიკური ნაგე-ბობის 100 წლისთავს. იმავე დღეს, ბაქოს სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუ-ტის ,,წყალსადენის” დირექტორის, პროფ. ფარდა იმანოვის მიწვევით გაიმართა ოფიციალური მიღება ინ-სტიტუტის თანამშრომლების გაცნობის მიზნით.
  • 2017 წლის 18 მარტს ქ. ბაქოში, სასტუმრო მარიოტ-აბშერონში გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა ბაქოს სამეცნიერო კვლევით და საპროექტო ინსტიტუტსა და სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს მეცნიერების, ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების მომზადებას.
IMG_20170316_1614146

მემორანდუმზე ხელმოწერისას

  • 2017 წლის 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ქ. რიაზანის ს. ესენინის სახელობის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის ოფიციალური მიწვევით სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი გა-ვარდაშვილი მივლინებით იმყოფე-ბოდა რუსეთში, I საერთაშორისო ეკოლოგიურ ფორუმზე სახელწო-დებით „ჯანმრთელი ბუნებრივი გა-რემო რეგიონის უსაფრთხოების სა-ფუძველია”.

10 მაისს ქ. მოსკოვში შედგა შეხვედრა სახელმწიფო ფედერალური საბიუჯეტო სამეცნიერო დაწესებულების რუსეთის ა.ნ.კოსტიაკოვის სახელობის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთან, სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ვ.ა. შევჩენკოსთან, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ორ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

Givi Gavardashvili-(ი)ს ფოტო.Givi Gavardashvili-(ი)ს ფოტო.

მემორანდუმზე ხელმოწერისას

  • 2017 წლის 28 ივნისს სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრო-ფესორი, მეცნიერების განვითარების ფონდის პრეზიდენტი, დოქტორი, პროფესორი ვაიზეკ პლაჩი. ინსტიტუტში ხელი მოეწერა ურთიერ-თთანამშრომლობის მემორანდუმს მეცნიერების განვითარების ფონდსა (ვარშავა, პოლონეთი) და სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინ-სტიტუტს შორის (თბილისი, საქართველო).
Givi Gavardashvili-ს ფოტო.Givi Gavardashvili-ს ფოტო.

მემორანდუმზე ხელმოწერისას

2018 წელი

  • 2018 წლის 18–24 იანვარს საერთაშორისო საგრანტო პროექტების NATO და HORIZON-2020-ის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით სტუ–ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი მივლინებით იმყოფებოდა ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) სადაც 22 იანვარს გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის ეკოლოგიური პროგნოზირების ნაციონალური ცენტრის დირექტორ, პროფესორ ტელმან ზეინალოვთან. საუბრის შემდეგ ხელი მოეწერა 10–წლიან სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის მემორანდუმს სტუ–ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტსა და აზერბაიჯანის ეკოლოგიური პროგნოზირების ნაციონალურ ცენტრს შორის.

საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერისას

2019 წელი

  • 2019 წლის 18 იანვარს ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორ გივი გავარდაშვილმა და ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიისა და გარემოს დაცვის ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა, პროფესორმა ევგენიუს კოდამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ორგანიზაციას შორის ახალგაზრდა მეცნიერთა გაცვლისა და ერთობლივი საერთაშორისო საგრანტო პროექტების მომზადების შესახებ.

2019 წლის 11 დეკემბერს ჩენსტოხოვას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა და ჩენსტოხოვას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორი მაცეი მაიორმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა მეცნიერების, სტუდენტების და პროფესორ მასწავლებლების საერთაშორისო თანამშრომლობას, როგორც Erasmus+ პროგრამის ეგიდით, ასევე სამეცნიერო  პროექტების ერთობლივ მომზადებას.

May be an image of 3 people, including Adam UjmaMay be an image of 2 people, including Givi Gavardashvili და people smiling

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერისას