სახელშეკრულებო საქმიანობა

2007 წლიდან დღემდე ინსტიტუტის სახელშეკრულებო საქმიანობა

  არასაბიუჯეტო დაფინანსების მხრივ 2007 წლიდან ინსტიტუტმა  დაამუშავა საქართველოში წყალსამეურნეო ბიზნესის განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. საქართველოს სტიქიურად საშიშ რაიონებში შესრულდა შემდეგი სახელშეკრულებო-საპროექტო სამუშაოები:

  •           შიო მღვიმის მონასტრის ღვარცოფებისგან დამცავი ღონისძიებები (დამფინანსებელი _ ბანკი “რესპუბლიკა”);
  •           მდინარე სტორის აუზში მცირე ჰიდროელექტროსადგურის ზედა ბიეფის ეკოლოგიური შეფასება (აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსებით _ “Winrock”);
  •           ქ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორისა და სიღნაღის რაიონის სოფ. ვაქირის მიმდებარე ტერიტორიების ლითოლოგიური გამოკვლევა (დამფინანსებელი _ ს.ს. “ბაგრატიონი-1882”);
  •           საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას მიმდებარე ტერიტორიის ლითოლოგიური გამოკვლევა (დამფინანსებელი _ ს.ს. “ბაგრატიონი-1882”);
  •   ქ. სიღნაღში ერეკლე მეორეს ქუჩაზე წყობრიდან გამოსული საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (დამფინანსებელი _ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი);
  •           სოფელ ჯვარბოსლის (მთათუშეთი) მიმდებარე ეროდირებული ფერდობის/საძოვრის აღდგენის პროექტის მომზადება (დამფინანსებელი _ მსოფლიო ბანკი);
  •           “ტრასეკას” დერეფანში გლდანის ტერიტორიაზე მთის ფერდობზე ეროზიის საწინააღმდეგო გამაგრებისა და გამწვანების ღონისძიებების დამუშავება (დამფინანსებელი _ საგზაო დეპარტამენტი);
  •           ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მწვანე საფარის, მოედანზე აღებული და მასში შესატანი  ნიადაგების ეკოლოგიური შეფასება და სტადიონის მიწისქვეშა წყლების ქიმიური შემადგენლობის დადგენა მწვანე საფარის მორწყვის მიზნით მისი ვარგისიანობის შესახებ (ეროვნული სტადიონის დირექციის დაფინანსებით).

და სხვ.

2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის საექსპერტო საქმიანობა

    ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო საექსპერტო საქმიანობაში, რაც ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამ მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაკვეთით ინსტიტუტში ექსპერტიზა გაიარა რამდენიმე მნიშვნელოვანმა პროექტმა:

  •           ადიგენის რაიონის სოფელ კახარეთში კახარეთის მცირე ჰიდროელექტრო­სადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში მცირე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           იმირასანის (ბოლნისი) სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის დეტალურ პროექტზე ექსპერტიზა;
  •   ყარადაღ-თბილისის 471,8-473,3 კმ მდ. მტკვრის საჰაერო გადასასვლელის D=500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის ჰიდროლოგიური დოკუმენტაციის საექსპერტო დასკვნა;
  •           “E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღაიანი-იგოეთის მონაკვეთის რეაბილიტაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის” ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           “E-60 საავტომობილო მაგისტრალის კმ 56_კმ 80 იგოეთი-სვენეთი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის” ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           “თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 80_კმ 95 სვენეთი-რუისის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის” ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           “თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 80_კმ 95 სვენეთი-რუისის მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე” ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTG) ნავთობსადენის “მეორადი ნავთობდამჭერი ნაგებობის პროექტის გადაკვეთებზე ერთჯერადი დავალების საფუძველზე პროექტის ჰიდროტექნიკურ (კონსტრუქციულ) ნაწილზე” ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTG) ნავთობსადენის “მეორადი ნავთობდამჭერი ნაგებობის პროექტის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ნაწილზე ჰიდროლოგიური ანგარიშები თავისუფალ კალაპოტებში” (ტომი I, საკვლევ-საძიებო სამუშაოები) ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           “აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის” ეკოლოგიური ექსპერტიზა;
  •           სს “Energo-Pro Georgia”-ს მფლობელობაში მყოფი გუმათის ჰიდროელექტრო­სადგურების კასკადის (გუმათჰესის) რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის შედეგად გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის” ეკოლოგიური ექსპერტიზა.

და სხვ.