სასწავლო პროგრამები

ინფორმაცია ინსტიტუტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შესახებ

  • 2015 წლიდან ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული სტუ-ს დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიულ კოლეჯში 2015 წელს აკრედიტებული პროგრამის – სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია (აგრომელიორაცია, ჰიდრომელიორაცია) მოსწავლეებთან პროფესიულ  სწავლებაში, სადაც ლექციების წასაკითხად ეტაპობრივად იგზავნებიან ინსტიტუტის თანამშრომლები.

·      გორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის ბაზაზე იგეგმება პროფესიული-სასწავლო ცენტრის შექმნა;

  • 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან რეორგანიზაციის შემდეგ, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში მომზადდა “მელიორატორის” (აგრომელიო­რატორი, ჰიდრომელიორატორი) პროფესიული განათლების პროგრამა, რომლის საფუძველზე 2012 წლიდან ინსტიტუტი სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებითაც _ დამტკიცებული პროგრამებით უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე: გარარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე – ბაკალავრიატში (აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლაბორატორიაში განსაზღვრულია ლაბორატორიული და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობები საგნებში: ჰიდრავლიკა, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ტუმბოები და სატუმბი სადგურები); მაგისტრატურასა (სპეციალობით – სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია) და დოქტორანტურაში (სპეციალობით – საინჟინრო მელიორაცია – მათი თემატიკის შესაბამისი სამეცნიერო-საექსპერიმენტო სამუშაოების განხორციელება).
  • ინსტიტუტის თანამშრომელი 2023 წლიდან ხელმძღვანელია სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის “ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა”, ასევე 2024 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის “წყლის რესურსების ინჟინერია”. ორივე პროგრამის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები.
  • ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალი აქტიურადაა ჩაბმული როგორც სტუ-ს, ასევე უნივერსიტეტების სასწავლო (ბაკალავრიატი / მაგისტრატურა / დოქტორან­ტურა) პროცესში: 12 მეცნიერ-თანამშრომელი – კითხულობს ლექციებს, ინსტიტუტის  2 თანამშრომელი სტუ-ს დოქტორანტურის სტუდენტია. ინსტიტუტის  თანამშრომლები არიან  დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ხელმძღვანელები. ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე “Erasmus+”-ის ეგიდით ლექციებს ატარებს ევროპის, რუსეთის, ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.