პროექტის „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ (BS-SEOS) კონსორციუმი

Home / პროექტის „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ (BS-SEOS) კონსორციუმი

2026 წლის 27-28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა პროექტის „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ (BS-SEOS) კონსორციუმის შეხვედრა.
პროექტის პარტნიორებმა საქართველოდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან გააცნეს მოსაზრებები ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესახებ.
შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერმა და ევროკავშირის პროექტის „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის“ AlgaeRevine (BSB00091) შემსრულებელმა, აკადემიურმა დოქტორმა თამრიკო სუპატაშვილმა წარადგინა მოხსენება პროექტის მიზნებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ. მოხსენების თემა იყო შავი ზღვის წყალმცენარეების კვლევის მიმართულებით გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, როგორც AlgaeRevine პროექტის დაინტერესებულ პირთან, სამომავლო აქტივობების დაგეგმვა და ძლიერი სინერგიის შექმნა.