ირიგაციისა და დრენაჟის განყოფილება
ინფორმაცია განყოფილების შესახებ და საშტატო შემადგენლობა
ირიგაციისა და დრენაჟის განყოფილება შეიქმნა 2023 წელს მელიორაციული სისტემებისა და ექსპერტიზის განყოფილების (2013 წელს) (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბრძ.#110/03, 13/02/2013 წ.), მელიორაციის განყოფილებისა და ჰიდრომელიორაციული სისტემების ექსპლუატაციისა და ექსპერტიზის განყოფილებების ბაზაზე.
ქვედანაყოფების (რომელთაგან შეიქმნა აღნიშნული განყოფილება) არსებობის მანძილზე მოპოვებულია მნიშვნელოვანი მიღწევები როგორც სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, ასევე მიღებული შედეგების დანერგვაში.
ამჟამად განყოფილების ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:
1. საქართველოში თანამედროვე მელიორაციული სისტემების დაპროექტების მეთოდების დამუშავება;
2. ჰიდრომელიორაციული სისტემების, მორწყვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე კოლხეთის დაბლობის ნიადაგების დაშრობისა და ათვისების ღონისძიებების დამუშავება ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით;
3. თანამედროვე ირიგაციული და სადრენაჟო სისტემების დაპროექტებისათვის რეკომენდაციების დამუშავება;
4. სასოფლო-სამეურნეო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
განყოფილების თანამშრომლები:
- შორენა კუპრეიშვილი – განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნ. კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი;
2. მარტინ ვართანოვი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;
3. თამაზ ოდილავაძე – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
4. მარინე მაჭარაშვილი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
5. ოლღა ხარაიშვილი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი;
6. ხათუნა კიკნაძე – მეცნიერი თანამშრომელი, მშენებლობის ინჟინერიის აკადემიური დოქტორი;
7. მარინე შავლაყაძე – მეცნიერი თანამშრომელი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის აკადემიური დოქტორი;
8. მაია კიკაბიძე – მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
9. ფერიდე ლორთქიფანიძე – მეცნიერი თანამშრომელი, აგროინჟინერიის აკადემიური დოქტორი;
10. ვაჟა ტრაპაიძე – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი;
11. ლენა კეკელიშვილი – მეცნიერი თანამშრომელი, მაგისტრი;
12. ერეკლე კეჩხოშვილი – მეცნიერი თანამშრომელი, მაგისტრი;
13. ლალი ბილანიშვილი – მეცნიერი თანამშრომელი, მაგისტრი.