ინსტიტუტის მისია

ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბდა 1925 წელს, ხოლო ოფიციალურად დარეგისტრირდა 1929 წელს, კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვისა და მელიორაციის მიმართულებით. ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ამჟამად მუშაობს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებზე:

  • წყლის რესურსების უსაფრთხოება და ინტეგრირებული მართვა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით;
  • ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და კონტროლი;
  • მელიორაციის თანამედროვე პრობლემების კვლევა;
  • ზღვისა და წყალსაცავების პრობლემების პროგნოზი;
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობა და რისკი;
  • სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეროზიული პროცესების კვლევა.

ინსტიტუტში 2020-2025 წლებში მუშავდება პროგრამული დაფინანსების თემა ,,წყლის რესურსების უსაფრთხოება და ინტეგრირებული მართვა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით“. კვლევები ხორციელდება როგორც ინსტიტუტის ჰიდრავლიკურ ლაბორატორიაში, ასევე ბუნებრივ ლანდშაფტებში.


ამჟამად ინსტიტუტის მიზანი და მისიაა:

  • ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყრების, თოვლის ზვავებისა და ეროზიული პროცესების) საანგარიშო მეთოდების შემუშავება და მათი საწინააღმდეგო საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება;
  • ზღვისა და წყალსაცავების სენსიტიური სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი ინოვაციური ტალღაჩამქრობი კონსტრუქციების შემუშავება;
  • წყალსაცავების ფსკერზე ნატანის რაოდენობისა და აბრაზიული ნაპირების გადამუშავების შეფასება და პროგნოზირება კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით;
  • ფერდობების ეროზიის საწინააღმდეგო ჰიდროტექნიკური და ბიოსაინჟინრო ინოვაციური ღონისძიებების დამუშავება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით;
  • ჰიდრომელიორაციის მიმართულებით სასწავლო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო მეთოდური ლიტერატურის დამუშავება და პროფესიული განათლების ამაღლება;
  • წყლისა და ნიადაგის ბუნებრივი რესურსების კადასტრის დამუშავება ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვისთვის;
  • საერთაშორისო და ეროვნული საგრანტო პროექტების დამუშავება გარემოს უსაფრთხოების, ბუნებრივი კატასტროფების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების ამაღლების მიმართულებით;
  • ეროვნული, ევროკავშირისა და ნატოს საგრანტო პროექტების მომზადება ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების ჩართულობით;
  • სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულებით პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება;
  • საქართველოს მთის ლანდშაფტებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გარემოსდამცავი ნაგებობების დაპროექტებისათვის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ნორმატიული დოკუმენტაციის მომზადება;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება ახალგაზრდა მეცნიერთა გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო საგრანტო პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში;
  • ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით ბაზებზე საგრანტო და ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების მომზადება და კომერციალიზაცია.

ინსტიტუტი 1934 წლიდან ყოველწლიურად გამოსცემს სამეცნიერო შრომათა კრებულებს; ხოლო 2011 წლიდან ინსტიტუტის მიერ დაფუძნებული და ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულებს, რომელთაც გააჩნიათ ISSN და DOI.