ინსტიტუტის ლაბორატორია
საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1929 წელს, ერთადერთი კვლევითი ორგანიზაციაა ამიერკავკასიაში, რომლის მოღვაწეობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს წყალთა მეურნეობა, მელიორაცია, გარემოსა და ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივი კატასტროფული მოვლენებისგან დაცვა, წყალდიდობების, წყალმოვარდნების, ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების, მეწყერების და სხვა დამანგრეველი ზემოქმედების საწინააღმდეგო დამცავი ღონისძიებების დასახვა და მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების დამუშავება. სფეროში ინსტიტუტი ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში.
ინსტიტუტს გააჩნია უნიკალური, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროტექნიკური ლაბორატორია დაკომპლექტებული შესაბამისი დანადგარებით, სატუმბი სადგურით (დაკომპლექტებული 12 ერთეული ძრავით და ტუმბოთი).
დღეისათვის ინსტიტუტში ფუნქციონირებს:
1. ჰიდროტექნიკური ლაბორატორია
2. ჰიდრავლიკის ლაბორატორია
3. ღვარცოფების მოდელირების ლაბორატორია
4. მდინარეთა კალაპოტური პროცესების ლაბორატორია
5. სატუმბი სადგური
6. ზღვისა და ოკეანეების შტორმული მოდელირების ლაბორატორია
7. ნიადაგების ეროზიისა და წყლის რესურსების მართვის ლაბორატორია
2005 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიდროტექნიკური ლაბორატორიის ფუნქციონირებისა და ინსტიტუტის კოლექტივის მრავალი სამეცნიერო პროექტებისა და კვლევების გამო ინსტიტუტი დაჯილდოვდა შვეიცარიის დიპლომით «Century International Quality Era Award».
უნიკალური ლაბორატორიის გარდა ინსტიტუტში ასევე განთავსებულია ღვარცოფული და ეროზიული პროცესების მოდელირების, გრუნტების მექანიკისა და ტექნიკური მელიორაციის, ნიადაგების და წყლის ხარისხის კვლევის ლაბორატორია, რომლებიც უზრუნველყოფენ ინსტიტუტში წარმოებულ ყველა სამეცნიერო-კვლევით და სახელშეკრულებო სამუშაოს.
მიმდინარე პოზიცია, საქმიანობა:
ამჟამად ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ლაბორატორიაში შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი კვლევები:
1. ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოდელირება;
2. მდინარეების ეროზიული და დეფორმაციული მოვლენების მოდელირება და კვლევა;
3. ნიადაგის ეროზიული პროცესების კვლევა და მათი საწინააღმდეგო ნაგებობების მოდელირება;
4. ღვარცოფული პროცესების კვლევა და მათი საწინააღმდეგო ნაგებობების მოდელირება;
5. ზღვის სანაპირო ზოლის ტალღური ზემოქმედების (აბრაზიული პროცესები) კვლევა და მოდელირება;
6. ჰიდროკვანძების, ნაპირდამცავი ღონისძიებების მდგრადობის და ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების შეფასებისთვის განხორციელებული ფიზიკური ცდების შედეგების მეშვეობით შესაძლებელია მონაცემთა ბაზის შექმნა, რაც საჭიროა ძვირადღირებული სიმულაციური მოდელების შესაქმნელად;
7. ზღვის, წყალსაცავებისა და მდინარეების ნაპირსამაგრი ეფექტური კონსტრუქციების შერჩევა მათი მოდელირების გამოკვლევებით ტალღურ ღარებში და სივრცულ აუზში, სადაც შესაძლებელის კონსტრუქციების მოდელირება რეალურ (არაშერყვნილ) მასშტაბში;
8. ზღვისა და წყალსაცავების სანაპირო პროცესების გარეცხვა-აკუმულაციის მოდელირება;
9. პორტების მოდელირება;
10. წყალგამყოფი კვანძების მოდელირება;
11. ნავთობით დაბინძურებული ნიადაგგრუნტების რეკულტივაციის ბიოტექნოლოგიური მეთოდის გამოცდა ახალი ტორფული მელიორანტის გამოყენებით;
12. წყლისა და ნიადაგ-გრუნტის ქიმიური ძირითადი მახასიათებლების დადგენა:
1. წყლის ტიპიური ანალიზი
1) pH
2) ელგამტარობა
3) მთავარი იონები (HCO3 –, Cl– ,SO42-, Na+, K+, Ca2+, Mg2+)
4) მშრალი ნაშთი
5) ორგანული ნივთიერებები (ჟანგვადობა)
2. წყლის სრული ანალიზი
1) pH
2) მთავარი იონები (HCO3 –, Cl– ,SO42-, Na+, K+, Ca2+, Mg2+)
3) ორგანული ნივთიერებები (ჟანგვადობა);
4) სიხისტე;
5) ბიოგენები (NH4+; NO2─; NO3─; PO43─)
6) მიკროელემენტები (I, Cu, Pb, Zn, Ba, Fe, Cr, Zr, Li, B, Cd, AI, Se, Mn, F, As)
3. ნიადაგის სრული ანალიზი:
1) ნიადაგის სინჯის საანალიზოდ მომზადება
2) pH წყლით
3) pH KCl
4) ჰუმუსი
5) კალიუმი
6) ნიტრატები
7) ფოსფატები
8) ნიადაგის წყლით გამონაწურის შემოკლებული ანალიზი
9) ნიადაგის წყლით გამონაწურის სრული ანალიზი.
4. გრუნტის მექანიკური ანალიზი გრანულომეტრიის მრუდების აგებით.
5. ხელის შურფით 4 მეტრიანი ჭაბურღილის გათხრა.
6. საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვა
სათავე ნაგებობის, წყალსაცავის, სადაწნეო გვირაბის, გამთანაბრებელი, ჭის, ჰესის შენობის და გამყვანი არხის ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური აგეგმვა.
7. ლაბორატორიული კვლევები
1) გრუნტების გრანულომეტრიული შემადგენლობის, პლასტიკურობის, ტენიანობის, სიმკვრივის, კომპრესული და ძვრის პარამეტრების შესწავლა;
2) კლდოვანი ქანების სიმკვრივის, ტენიანობის, დარბილების კოეფიციენტის, ყინვაგამძლეობის, გაჯირჯვების შესწავლა;
3) გრუნტის წყლების შესწავლა.
ლაბორატორიის სურათები
სურ. 1. ჰიდროტექნიკური ლაბორატორია
სურ. 2. სატუმბი სადგური
სურ. 3. ღვარცოფის მოდელირების ჰიდრავლიკური ღარი
სურ. 4. ჰიდროტექნიკური ლაბორატორიის წყლის შიდა რეზერვუარი
სურ. 5. ეროზიული პროცესების შესწავლის ლაზერული დანადგარი
6. ზღვის ტალღების მოდელირების ღია აუზი
სურ 7. ზღვის ტალღების მოდელირების მცირე სივრცული აუზი
სურ. 8. მცირე ჰიდრავლიკური ღარი
სურ. 9. ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო მცენარე ვეტივერის საცდელი სტენდი ინსტიტუტის ტერიტორიაზე