ზღვებისა და წყალსატევების განყოფილება
ინფორმაცია განყოფილების შესახებ
1971 წ. შეიქმნა ,,მთის წყალსაცავების და ზღვის ნაპირების ეროზიის” სექტორი, რომლის გამგედ დაინიშნა ტექნ. მეცნ. კანდიდატი ნინო ვარაზაშვილი;
1981 წ. სექტორი გარდაიქმნა ,,მთის წყალსაცავებისა და ზღვის ლაბორატორიად”, რომლის გამგედ დაინიშნა ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ნინო ვარაზაშვილი;
2006 წ. ლაბორატორია გარდაიქმნა ,,წყლის რესურსებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების” განყოფილებად, რომლის ხელმძღვანელად ამავე წელს კონკურსის წესით არჩეულ იქნა ტექნ. მეცნ. დოქტორი ირინა იორდანიშვილი;
2012 წ. განყოფილება გარდაიქმნა ,,ზღვებისა და წყალსატევების განყოფილებად“, რომლის ხელმძღვანელად ამავე წელს კონკურსის წესით არჩეულ იქნა და დღემდე მოღვაწეობს ტექ. მეცნ. დოქტორი ირინა იორდანიშვილი.
სამეცნიერო მიმართულება:
განყოფილების თანამშრომლები მრავალი წლის მანძილზე დაკავებული არიან ზღვისა და წყალსაცავების მდგომარეობის, შემტბორავი ნაგებობების გეოეკოლოგიური მდგომარეობის, ნიადაგ-გრუნტების თვისებების, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების საკითხების კვლევით. თანამშრომლები იკვლევენ იმ ღონისძიებებს და რეკომენდაციებს, რომელთა მეშვეობით მოხდება ზღვის, წყალსაცავებისა და ჰიდროობიექტების ცვეთისგან დაცვა.
განყოფილების თანამშრომლები:
1. ირინა იორდანიშვილი – განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნ. მეცნ. დოქტორი;
2. ლევან იტრიაშვილი – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი;
3. დავით ფოცხვერია – მეცნიერი თანამშრომელი;
4. ელენე ხოსროშვილი – მეცნიერი თანამშრომელი;
5. გიორგი ომსარაშვილი – მეცნიერი თანამშრომელი, მშენებლობის ინჟინერიის აკად. დოქტორი;
6. ბერაია ნანა – მეცნიერი თანამშრომელი, მშენებლობის ინჟინერიის აკად. დოქტორი;
7. ლაურა ტოკლიკიშვილი – მეცნიერი თანამშრომელი, მაგისტრი.