ევროკავშირის საერთაშორისო კონფერენცია
გეპატიჟებით მომავალ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით: „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში (წყალმცენარეები, ბიორემედიაცია, სანაპირო ზონა, კლიმატი, დასვენება, ჩამდინარე წყლები, დაბინძურება, ეკოლოგია, გარემოს დაცვა)“.
კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 28-30 მაისს ქ. ბათუმში და ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის BSB00091 – „წყალმცენარეების ენერგიის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის 2021–2027 წლების ფარგლებში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა მკვლევარებმა წარმოადგინონ 2-გვერდიანი რეზიუმე მეილზე algae.batumi2026@gmail.com
გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 22 მარტი.
