დირექტორები
საქართველოს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს დაარსებიდან 1947 წლამდე ხელმძღვანელობდნენ დირექტორები: კ. მიხაილოვი, ე. გაბიევი, ნ. სოკოლოვსკი, დ. გალილოვი, შ. ბიტლაზარი, გ. ლარინი და პ. სოლოდი. 1947-68 წლებში (21 წელი) ინსტიტუტს სათავეში ედგა პროფესორი მიხეილ გაგოშიძე, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო მის განვითარებას.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიხეილ გაგოშიძემ დაამთავრა 1930 წელს.
1932–1947 წ. მუშაობდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში სამთო მელიორაციის განყოფილების გამგედ; 1947–1968 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სამთო ეროზიის, ღვარცოფული ნაკადებისა და მათთან ბრძოლის ღონისძიებათა შემსწავლელი მუდმივი კომისიის თავმჯდომარე. მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956).
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიხეილ გაგოშიძემ დაამთავრა 1930 წელს.
1932–1947 წ. მუშაობდა ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში სამთო მელიორაციის განყოფილების გამგედ; 1947–1968 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სამთო ეროზიის, ღვარცოფული ნაკადებისა და მათთან ბრძოლის ღონისძიებათა შემსწავლელი მუდმივი კომისიის თავმჯდომარე. მეცნიერი ჰიდროტექნიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- მელიორაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კონგრესის ეროვნული კომიტეტი, წევრი (1957-წლიდან)
- სსრკ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (ამიერკავკასიის განყოფილება) , წევრ–კორესპონდენტი (1957-წლიდან)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1979 – საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
ცოტნე მირცხულავა 1968 – 2005 წ (38 წელი) ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა, რომელიც 2006 წლიდან 2010 წლამდე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო, 2006 წელს მიიღო წლის საუკეთესო მეცნიერის წოდება და რომლის წვლილიც ინსტიტუტის მიღწევებსა და მისი ავტორიტეტის შექმნაში მეტად მნიშვნელოვანია.
საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ცოტნე მირცხულავამ დაამთავრა 1942 წელს.
1942-1953 წ. მუშაობდა “საქნავთის” სისტემაში, სადაც განვლო გზა ათისთავიდან ტრესტის მმართველის მოადგილის თანამდებობამდე; 1950-1997 წ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1955-1968 წ. წყალ ეკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1968-2005 წ. საქართველოს წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მისი შრომები ეხება მელიორაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედოობის თეორიას, აგრეთვე მდინარეებისა და არხების კალაპოტის წარეცხვის საკითხებს. მან პირველმა დაადგინა სხვადასხვა გრუნტის წარეცხვის კანონზომიერებანი და მისი პროგნოზირების მეთოდი. ბმული გრუნტების წამრეცხვი სიჩქარის დადგენის ანალიზური მეთოდი, ამ გრუნტის წარეცხვის მოდელირების ხერხი და წყლის მიერი ეროზიის ინტენსიურობის პროგნოზირების მეთოდი. გამოქვეყნებული აქვს 600-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, 26 მონოგრაფია. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა – “წყლის ნაკადის გამრეცხი და დასაშვები სიჩქარეები ბმული გრანტებისათვის და მათი განმაპირობებელი ფაქტორები”, დაიცვა 1960 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი
- რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1973-2010)
- ჰიდრავლიკური კვლევების ასოციაცია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 – საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
1967-1993 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის – “ნიადაგისა და კალაპოტების ეროზია, პროგნოზი და დაცვა” - 1999 – საქართველოს ღირსების ორდენი
- 1980 – ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1977 – ლენინის ორდენი
- 1974 – შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1970 – საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
გივი გავარდაშვილმა 1981 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი, ჰიდრომელიორაციის სპეციალობით. 1984 წელს დაამთავრა საქართველოს ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დასწრებული განყოფილების ასპირანტურა. 1987 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,კალაპოტური პროცესები მთისა და მთისწინა მდინარეთა უბნებზე საგუბრებით რეგულირების ზონებში’’ და 1996 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ტრამპლინის ტიპის ახალი ღვარცოფ საწინააღმდეგო ნაგებობები და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგია“ გამოქვეყნებული აქვს 249-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, 12 მონოგრაფია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
2006 წლიდან დღემდე – მსოფლიო სამეცნიერო აკადემიის, ინჟინერია და ტექნოლოგიების მიმართულების წევრი;
2005 წლიდან დღემდე ინსტიტუტს სათავეში უდგას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი.
2007 წლიდან დღემდე – საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;
2011 წლიდან დღემდე – ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის წევრი, რუსეთი;
2014 წლიდან დღემდე – სოფლის მეურნეობის ექსპერტი, USID, აშშ;
2015 წლიდან დღემდე – სამოქალაქო საზოგადოების ასოციაციის წევრი, აშშ;
2019 წლიდან დღემდე – ირიგაციისა და დრენაჟის საქართველოს ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1985 – მსოფლიოს გამომგონებელთა ვერცხლის მედალი (ბულგარეთი);
- 1987 – საერთაშორისო გამოფენის ბრინჯაოს მედალი (რუსეთი);
- 2012 – ვერცხლის მედალი, ჩესტოხოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი);
- 2013 – მედალი, ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაცია (რუსეთი);
- 2013 – საქართველოს ღირსების ორდენი;
- 2016 – ვერცხლის მედალი ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი);
- 2018 – მადლობის წერილი, რიაზანის აგრო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (რუსეთი).
- 2023 – საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება, დაჯილდოების სიგელი და ოქროს მედალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით (საქართველო).