ჯილდოები

• 2009 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში იუნესკოს გენერა¬ლური კონფერენციის 31-ე სესიის 2001 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოების მიერ ჩატარდა მეცნიერების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელზეც მოხდა 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დიპლომებით დაჯილდოება, სადაც წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დარგში დაჯილდოვდა 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დიპლომით.

• 2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა, რომელზეც წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მეცნიერება¬თა დარგში დაჯილდოვდა ქვეყნის 2009 წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დიპლომით.

• 2010 წლის 1 ოქტომბერს აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი დაჯილდოვდა აშშ-ის ბიოგრაფიის ინსტიტუტის (ABI) ოქროს მედლით.

• 2012 წლის 23-28 სექტემბერს პოლონეთში ქალაქ ჩესტოხოვას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარდა IV საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “არქიტექტურისა და მშენებლობის მომავლის პრობლემები”. 25 სექტემბერს ქართული და პოლონეთის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის პროფ. გივი გავარდაშვილი დაჯილდოვდა ჩესტოხოვას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დიპლომითა და ვერცხლის მედალით.

• 2013 წლის 19 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 21 ივნისის #21/06/01 განკარგულებით ინსტიტუტის დირექტორი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. გივი გავარდაშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

• 2013 წლის 30 დეკემბერს ინსტიტუტში სტუმრად იმყოფებოდა მოსკოვის ლომო¬ნოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის პროფესორი, ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის სწავლული მდივანი სერგეი ჩერნომორეცი. მის ვიზიტთან დაკავშირებით სამეცნიერო სხდომაზე საქართველოდან მოწვეულნი იყვნენ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები ემილ წერეთელი და იგორ ბონდარევი და ტექნ. აკად. დოქტ. გიორგი ხერხეულიძე.

ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, პროფ. კ. ნოსოვის ოფიციალური დავალებით, ღვარცოფმცოდნეობისა და ღვარცოფებისაგან დაცვის კვლევის დარგში გაწეული დამსახურებისათვის, ღვარცოფული ნაკადების მკვლევარის, ლომონოსოვის უნივერსიტეტის პროფესორის, სიმონ ფლეიშმანის 100 წლის იუბილესადმიმიძღვნილი ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის 2013 წლის მედლით დაჯილდოვდნენ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. იგორ ბონდარევი, ტექნ. აკად. დოქტ. გიორგი ხერხეულიძე და ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. გივი გავარდაშვილი.

პრეზენტაციების ციკლის დამთავრების შემდეგ 2014 წლის 30 მაისს გაიმართა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც გივი გავარდაშვილს 2007-2014 წწ. განმავლობაში ჩინეთისა და საქართველოს მეცნიერებათა განვითარები¬სათვის შეტანილი წვლილის გამო მიენიჭა ცენტრალური ჩინეთის ნორმალის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.

• 2014 წლის 10 ნოემბერს იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ჰიდროტექნიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის ინსტიტუტის ზღვებისა და წყალსატევების განყოფილების ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ირინა იორდანიშვილი დააჯილდოვა საპატიო სიგელით.

• 2016 წლის 16 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით N.01877 ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილებისა და სამშენებლო ფაკულტეტის აგრომელიორაციის მიმართულების მოდულის ხელმძღვანელს, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორს, ასოც. პროფესორ რობერტ დიაკონიძეს ღირსების ორდენი გადასცა.

• 2019 წლის 25 ივლისს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, რიაზანის სახელმწიფო აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორმა იური მაჟაისკიმ პროფესორ გივი გავარდაშვილს, სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადასცა ა.ნ. კოსტიაკოვის სახელობის ოქროს მედალი.

• 2019 წლის 2 ნოემბერს ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა მედლით უკრაინულ-ქართულ აგრარულ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიპლომი, იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ,,ჰიდრომელიორაციის“ დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის, თბილისი, საქართველო. 2019

• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის სტუ-ს ც. მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი რობერტ დიაკონიძე დაჯილდოვდა სტუ-ს „ოქროს მედლით“.

• 2023 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გივი გავარდაშვილს 39 პროექტისა და პრაქტიკაში აშენებული 13 ნაგებობის ავტორს დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მშენებლის საპატიო წოდება.

• 2023 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციისამებრ, საზეიმოდ აღინიშნა მეცნიერების მსოფლიო დღე, რომელიც 2001 წელს „იუნესკოს“ მიერ იყო დაფუძნებული. მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ჰიდრომელიორაციის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა სტუ-ს ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის მთავარი მეცნიერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ედუარდ კუხალაშვილი.