ბუნებრივი საფრთხეებისა და გარემოს დაცვის განყოფილება
ინფორმაცია განყოფილების შესახებ
განყოფილება ჩამოყალიბდა ინსტიტუტის დაარსებისთანავე 1925 წელს და მისი არსებობის მანძილზე ის სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი: „ღვარცოფული კვლევების განყოფილება“, „სამთო მელიორაციის ლაბორატორია“ და „სამთო მელიორაციის განყოფილება“, რომელშიც შედიოდა „ღვარცოფული ნაკადების ნატურალური კვლევის სექტორი“ და სხვ.
განყოფილების შემადგენლობაში ფუნქციონირებდა არახვეთის საცდელი პუნქტი, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების საველე კვლევები.
განყოფილების არსებობის მანძილზე დამუშავებულია ეროზიულ-ღვარცოფული და წყალდიდობების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები საქართველოს მრავალ მდინარეზე და წყალსადინარზე, მათ შორის აღსანიშნავია მდინარეები: დურუჯი, ლასკანდურა და მლეთის ხევი, რომლებზეც თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა საველე კვლევები.
მიღებულია მრავალი პატენტი და გამოგონება ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების საწინააღმდეგო ნაგებობებზე.
განყოფილების ამჟამინდელი სახელწოდებაა ,,ბუნებრივი საფრთხეებისა და გარემოს დაცვის განყოფილება“, რომელსაც ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების ლაბორატორიული კვლევებისათვის გააჩნია უნიკალური ღვარცოფსაკვლევი დანადგარი და ჰიდრავლიკური ღარი. საsურველია მათი მოდერნიზაცია.
დღეისათვის განყოფილების მეცნიერული კვლევის საგანს წარმოადგენს გარემოს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. აგროეკოსისტემებში წყალდიდობებისა და ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების რისკის მართვა და შესაბამისი პრევინციული ღონისძიებების დამუშავება თანამედროვე ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით.
განყოფილების თანამშრომლები :
1. რობერტ დიაკონიძე – განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გეოგრაფიის მეცნ. კანდიდატი;
2. ლევან წულუკიძე – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნ. კანდიდატი;
3. ჯუმბერ ფანჩულიძე – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნიკის მეცნ. კანდიდატი;
4. თემურ ბუტულაშვილი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლ. მეცნ. კანდიდატი;
5. ირმა ქუფარაშვილი – მეცნიერი თანამშრომელი, აგროინჟინერიის აკად. დოქტორი;
6. ქეთევან დადიანი – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, სამშენებლო ინჟ. აკად. დოქტორი;
7. ლია მაისაია – მეცნიერი თანამშრომელი, სამშენებლო ინჟ. აკად. დოქტორი;
8. ირინა ხუბულავა – მეცნიერი თანამშრომელი, აგროინჟინერიის აკად. დოქტორი;
9. ნინო ნიბლაძე – მეცნიერი თანამშრომელი, მაგისტრი;
10. მეგი გლუნჩაძე – მეცნიერი თანამშრომელი, მაგისტრი.