News

Attention! For the Attention of Contestants!

The Government of Georgia has declared May 3, 2023, a public holiday (Red Friday). Therefore, the open competition for scientific staff positions, announced by the Zotne Mirtskhulava Institute of Water Management at the Georgian Technical University, will be held on May 2, 2023, at 12:00 PM, instead of May 3, 2023.

3/ 04/ 2024 – ღია კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

ღია კონკურსის შესახებ (word. doc) >>

კონკ. განცხადება (word. doc)>>

საკონკურსო ანკეტა.(pdf. doc) >>

15/ 03/ 2024 – ღია კონკურსი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად:

  • ბუნებრივი საფრთხეებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) – 1 საშტატო ერთეული.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 11 მარტიდან – 13 მარტის ჩათვლით, 10-დან 17 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N60-ბ, მეორე სართული, ოთახი N232, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, საკონტაქტო პირი: მარინე მღებრიშვილი, ტელ: 579 08 95 79.

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბრება და კენჭისყრა ჩატარდება 2024 წლის 15 მარტს. კენჭისყრის შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე – 15 მარტს და გამოიკვრება ინსტიტუტში თვალსაჩინო ადგილზე, ასევე  გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.wmi.ge/index.htm

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2024 წლის 17 მარტის ჩათვლით.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია მთავარი მეცნიერითანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.